თბილისსა და პანკისის ხეობაში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს. ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულების უფლებადამცველების ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათ გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინა ხელი. შესაბამისად ისინი საქმის დეტალებზე საჯაროდ უკვე ვეღარ ისაუბრებენ.
გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებასთან ადვოკატებს გიორგი კობერიძე ესაუბრა.