სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია - ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საზღვარგარეთ კლინიკის მოძიების პროცესში.
პაციენტის გადასაყვანად სამედიცინო დაწესებულებას დამოუკიდებლად ეძებენ ოჯახის წევრებიც.