სპეცოპერაცია ზუგდიდში 

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ბოლო ადგილი, საიდანაც ბოროტმოქმედის კვალი იკარგება, სავარაუდოდ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეა. სამძებრო სამუშაოების პარალელურად, უკვე დაკითხეს „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი 43-ივე მოქალაქე. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

რა ვითარებაა ზუგდიდში, გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.