სპეცოპერაცია თბილისში - იყო თუ არა საქართველო ტერორისტთა სამიზნე

ამ დრომდე უცნობია, იყო თუ არა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების სამიზნე საქართველო, თუ ისინი ქვეყანაში ტრანზიტული მიზნით შემოვიდნენ. ფაქტია, რომ მათ დიდი ოდენობით შეიარაღება ჰქონდათ და მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებულები, რის გამოც დაკავების ოპერაცია დაახლოებით 18 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჯგუფების წევრთა დანაშაულებრივი კავშირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები უკვე ტარდება. ირკვევა, რომ შეიარაღებულ ჯგუფს სუსი ბოლო რამდენიმე კვირა აკვირდებოდა. დღევანდელი სპეც-ოპერაციის პარალელურად ყურადღების ცენტრში იყო პანკისის ხეობაც, სადაც დაკითხვის პროცესი მიმდინარეობდა.

,,მოამბე” პანკისიდან, გიორგი მანჯავიძე ჩაგვერთვება ახლა სოფელ დუისიდან.