სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისის მერიის თანამშრომელი დააკავა.
ოპერაცია ქუთაისში სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისის მერიის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.