სპეცოპერაცია პანკისში - დაკავებულები ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებიან
ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის მატერიალური და სხვაგვარი მხარდაჭერისთვის დაკავებულებს ბრალს დღის ბოლომდე წაუყენებენ. ისინი ამ დრომდე რჩებიან ე. წ მოდულის შენობაში. დაკავებულთა ნაწილს უკვე შეხვდნენ ადვოკატები. უფლებადამცველთა ინფორმაციით, ისინი ახმედ ჩატაევთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ჩატაევს და არც გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებს არ იცნობს.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ბრალის ოფიციალურად წარდგენამდე უცნობია, რა მტკიცებულებები აქვს სახელმწიფო ბრალდებას დაკავებულთა წინააღმდეგ.
ადვოკატებს საქმის მასალები სწორედ ბრალის წარდგენის შემდეგ გადაეცემათ.