სპეცოპერაცია გორში

სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით – გორში დაკავება ნარკორეალიზაციის ფაქტებს უკავშირდება. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯუღაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებულის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა. დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი. როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ფონიჭალაში. პარალელურად, საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა ქუთაისშიც. ნინოშვილის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა მეტადონის პროგრამის მომხმარებელი, 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა.