სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - თემაზე ახლად დაკომპლექტებული ჯგუფი იმსჯელებს

ჰქონდა თუ ადგილი სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომას – საკითხზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თეთრი ხმაურის წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული  ჯგუფი იმსჯელებს.

ფორმატის შეთანხმების შემდეგ,  ეს პირველი სამუშაო შეხვედრა და ის სამინისტროში  გაიმართება. აუდიენციას გიორგი გახარია და სახალხო დამცველი დაესწრებიან. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კი იგეგმება მსჯელობა ნარკოპოლიტიკის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ხვალინდელ გაიმართება.