სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში თბილისში

საგამოძიებო მოქმედებები თბილისში მდებარე ღამის კლუბებში გვიან ღამით დაიწყო. სამართალდამცველებმა ათეულობით პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცველები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის რამდენჯერმე მოხდა, როგორც კლუბების ტერიტორიაზე, ისე პარლამენტის წინ, სადაც მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

მოქალაქეები არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. ადგილზე სახალხო დამცველიც მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. რა ხდებოდა ღამის განმავლობაში, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი.