სპეცოპერაცია და დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

ნარკოდანაშაულის მასშტაბური სქემა და 52 დაკავებული.

თბილისი, გორი, ქუთაისი – სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. დაკავებულებს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას, საქართველოში შემოტანას, გასაღებას და გასაღების მცდელობას ედავებიან. ბრალდებულებს შორის არიან რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, ასევე ქალები. 52-დან 37-ს ნარკოტიკების რეალიზაციაში ადანაშაულებენ. მთავარ მტკიცებულებად გამოძიება იმ აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებს ასახელებს, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან სასამართლოს ნებართვით ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვას ასახავს.