სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, დამხმარე სახელმძღვანელოები, მათი პედაგოგებისთვის კი გზამკვლევები შეიქმნა. ქართულ ენასა და მათემატიკაში სულ 11 დასახელების წიგნი გამოიცა.
მათ შემუშავებაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები” და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო იყო ჩართული.