სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში

მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების თაობაზე კონფერენცია გაიმართა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული კონფერენციის მიზანი იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ინიციატივებისა და ჩატარებული რეფორმების შეფასება, ასევე ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების განხილვა. კონფერენციის მონაწილეებმა, განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების სტანდარტები. საუბარი შეეხო ასევე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.