სამგორის საარჩევნო ოლქში მცხოვრები ომის ვეტერანების ინიციატივით, შეხვედრა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სოზარ სუბართან გაიმართა. ვეტერანების უმრავლესობამ, ორი ძირითადი პრობლემა გამოყო – დაუბეგრავი მინიმუმისა და მეორეს მხრივ 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხის გაზრდა. საპასუხოდ კანდიდატმა განაცხდა, რომ ეს საკითხები განხილვას საჭიროებს და არჩევის შემთხვევაში აუცილებლად გაუწევს ლობირებს ამ თემების გადახედვას.