კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ცოცხალია. კატო ოსორაულის თქმით, ქართველ მფრინავს ათი დღის წინ მისი ძმა ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი და კონგოს სამხედრო ძალების მიერ დაქირავებული პილოტი ადგილობრივმა მეამბოხეებმა 2017 წლის 27 იანვარს დაატყვევეს.