სოსო გოგაშვილის საქმე

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს ყადაღა დაედო. ჯამში საუბარია 34 მიწის ნაკვეთზე, ოთხ საცხოვრებელ ბინასა და სიღნაღში მდებარე სასტუმროზე. დაყადაღებულია მოძრავი ქონებაც – 13 ავტომანქანა, სამი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სამი ერთეული მოტოტექნიკა და 15 ცეცხლსასროლი იარაღი.

აღნიშნული ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით, უკვე დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა. სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები გუშინ ჩატარდა.