საპარლამენტო არჩევნები სომხეთში ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მოსახლეობამ არჩევანი ცხრა პოლიტიკურ პარტიასა და ორ ალიანსს შორის უნდა გააკეთოს.
უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა. მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ქვეყნის პრეზიდენტმაც.