სომხეთის პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევს - ხმის მიცემის პროცედურა დახურულია

 სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტს ირჩევენ. ხმის მიცემის პროცედურა დახურულია. შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ პარლამენტი ირჩევს.

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი არმენ სარგსიანი, ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩია. სარგსიანს გუშინ პარლამენტში მოუსმინეს, მან მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საკუთარი კანდიდატის წარდგენა ვერ შეძლეს.