საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ეწვია.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ და გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა უმასპინძლეს. ელჩი პირველი არხის ჯგუფის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ სამუშაო პროცესს გაეცნო. ჯგუფის ამოცანაა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართულობა და მაუწყებლის წარმოებულ მედიაპროდუქტებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების უზრუნველყოფა.