სოლიდარობის მუსიკალური აქცია 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის ადგილზე.
9 აპრილის მოვლენებს საგუნდო ფესტივალი მიეძღვნა. ღონისძიებაში იმ ქვეყნის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორია ძალიან ჰგავს საქართველოში 1989 წელს განვითარებულ მოვლენებს და რომელსაც ჩვენს ქვეყანასთან ბევრი რამ აკავშირებს.