ესპანეთი არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც უკრაინელი ლტოლვილები მიდიან.
საომარი მოქმედებების შედეგად დევნილად ქცეული მოქალაქეები ძირითადად მადრიდს, ბარსელონასა და ვალენსიას აფარებენ თავს. მათი ნაწილი სასტუმროებშია გადაყვანილი, ნაწილს კი ადგილობრივები საკუთარ ოჯახებში იფარებენ. სოციალური სამსახურის მონაცემებით, ესპანეთში 300-ზე მეტი უკრაინელია შესული. პარალელურად გახსნილია ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები, სადაც პირველადი მოხმარების ნივთები და ტანსაცმელი გროვდება. ყველაზე დიდი მოთხოვნა წამლებსა და ბავშვების საკვებზეა. ესპანეთის ქალაქები უკრაინის მხარდაჭერის და სოლიდარობის აქციებმაც მოიცვა. გამოსვლებს ორგანიზებას ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი სტუდენტები უწევენ.
„მოამბე“ ესპანეთიდან – ვნახოთ გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძის და ლუკა ჩხაიძის მიერ მომზადებული რეპორტაჟი.