უკრაინაში დაღუპული ქართველ მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს უკრაინიდან ლტოლვილმა მოქალაქეებმა. კახეთში, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. პარტია „დროას“ ორგანიზებით, უკრაინელი ლტოლვილები დღესვე თელავის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.