უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ტყიბულში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა. დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ბრძოლისას მოკლეს. ის ქალაქ ირპენთან რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა. ასევე, 17 მარტს, ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 20 მარტს კი, მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.