თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება.
შეკრება დაანონსებულია 19:00 საათზე. ორგანიზატორები არიან „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. მათი თქმით, დღევანდელი პროტესტი აპოლიტიკურია და მიზანი მხოლოდ უკრაინის სოლიდარობის გამოხატვაა. შეკრება სხვადასხვა ადგილას უკვე დაიწყო. აქციის მონაწილეები საბოლოოდ მსვლელობით პარლამენტის წინ დასრულდება. რუსთაველის მეტროსთან უკრაინის საელჩოს ორგანიზებით არიან შეკრებილი მოქალაქეები, მათ შორის უკრაინიდან ჩამოსული ადამიანები.