სოლიდარობის კიდევ ერთ გზავნილი უკრაინას საქართველოდან. ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში მუსიკალური საღამო იგეგმება. სცენაზე შუმანის და შესტაკოვიჩის ნაწარმოებები შესრულდება. მაყურებელი სცენაზე პირველად ნახავს ლიზი რამიშვილის და მირიან ხუხუნაიშვილის ტანდემს. კონცერტი უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდება. მუსიკალურ საღამოზე გაჟღერებულ ნაწარმოებებს კი რამდენიმე დღეში ჩელისტი ლიზი რამიშვილი დუბაიში საერთაშორისო კონკურსზე შეასრულებს.