„სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მართავენ.
აქციაზე იმყოფებიან ორი წლის წინ ხელვაჩაურში დაღუპული 14 წლის ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები, რომლებიც მოზარდის მკვლელობაში თანაკლასელებს ადანაშაულებენ და მათ დასჯას ითხოვენ.