სოხუმის დაცემის 30 წლისთავი

სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში. ღონისძიება დიასპორული ორგანიზაცია „გერმანულ-ქართული სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული და მას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც დაესწრნენ. საღამოზე ნაჩვენები იყო აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეომასალა, გერმანიაში მოღვაწე ოპერის ქართველმა მომღერლებმა კი ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულეს.