ერთდღიანი ფესტივალ-პიკნიკი Lisi Wonderland-ში.
„ზაფხულის დღის სიზმარი“, – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომლის ფარგლებში Soft Eject-ის კონცერტი გაიმართება და ბენდის წევრების მიერ შექმნილი წიგნის პრეზენტაცია შედგება.
ნამუშევარში სათაურით „მაწანწალა“ პირველად ქვეყნდება ბენდის წევრების დაწერილი ტექსტები, მათ შორის, პეჩოს დღიური, რომელსაც Soft Eject-ის ევროპაში პირველი ტურნეს დროს წერდა.
წიგნს ჯგუფის ალბომის განახლებული ვერსიაც ერთვის.