სოფო ჯაფარიძის ბრიფინგი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კლინიკა „ვივამედთან“ ბრიფინგი გამართა. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა აღმშენებლობის გზაზე დააყენა, უკანონო პატიმრობაშია. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორც არასოდეს ყოფილა და მოუთმენლად ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს, რათა დასრულდეს მისი უკანონო პატიმრობა.