სოფო ჯაფარიძემ თანამოაზრეებთან ერთად ფონდი დააფუძნა

საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ორგანიზაცია „ემგიდი“ დააფუძნა – მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფო ჯაფარიძე. მისი თქმით, მიზანი ემიგრანტების საარჩევნო პროცესში მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობაა. ორგანიზაცია მათ საარჩევნო სიებში დარეგისტრირებასა და კონსულტაციაში დაეხმარება. ორგანიზატორების განმარტებით, ფონდი სრულად შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული და არ მოემსახურება პოლიტიკური სუბიექტის რეკლამას.