პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ. ლევან დავითაშვილმა 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობა შეაჯამა და ასევე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. სოფლის მეურნეობის განვითარება, სატყეო რეფორმა და დაცული ტერიტორიების განვითარება, – ეს ის საკითხებია, რაზეც მინისტრმა მოხსენების დროს ყურადღება გაამახვილა. ამის შემდეგ კი, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების მხრიდან შეკითხვები „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დაისვა და ასევე, შეკითხვები ეხებოდა, თუ რას აკეთებს უწყება პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად.
მოამბე