ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი საკითხები, სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი პროექტები, სატყეო ზედამხედველობის გამკაცრება და არსებული პრობლემების მოგვარების გზები, – ამ მიმართულებებზე ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში ლევან დავითაშვილმა.
გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწია მოხსენების წარდგენა. ამ წუთებში კი ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.