გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის მხარის რწმუნებულთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანიას „ყვარლის ბაგა“ სტუმრობდა, სადაც მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა. „ყვარლის ბაგა“ ისრაელური მოდელის ფერმაა, რომელიც ათი წლის წინ შეიქმნა. ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის 3 200 ძროხაა და ყოველდღიურად იწარმოება 45 000 ლიტრი რძე. ფერმაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.