უბედური შემთხვევა გრემში

უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში.

სოფელ გრემში ხანძარს არასრულწლოვანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. შედეგად სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლების განცხადებით, სახლში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 12 და  6 წლის ბავშვები. მაშველებმა 12 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მისი დედა, დეიდა და 6 წლის და სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 188 მუხლით დაიწყო.