სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიან შეთანხმებას ხელი მოეწერა

სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიან შეთანხმებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  მოაწერეს ხელი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამების განხორციელებას და ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრანტებს ითვალისწინებს.

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და სოფლისა და მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის მესამე ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.