რეპორტაჟი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან. „მოამბის“ რეგიონული კორესპონდენტი რამდენიმე სოფელს ესტუმრა, სადაც გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები რამდენიმე წლის წინ დასრულდა. თუმცა ადგილობრივებს არც სასმელი წყალი აქვთ და არც ბუნებრივი აირი აქვთ. სოფლებში გარკვეული პროექტები კიდევ იგეგმება. მათ შორის ერთ სოფელში უნდა მოეწყოს სკვერი. ადგილობრივები საკითხს იუმორით უყურებენ. ამბობენ, რომ წყლის ტარებით თუ უგზოობით დაღლილები სკვერში მაინც შეძლებენ დასვენებას.