კიდევ ერთი საკარანტინო ზონა საქართველოში – მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელში ხუთი საკონტროლო პუნქტი განთავსდება და დღესვე დაიწყება ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი. ადგილზე ეპიდემიოლოგების ჯგუფს ელოდებიან.
სოფელ ღვანკითში გუშინ ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სულ შვიდი ადამიანია ინფიცირებული, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, ის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.