სოფელ ვალეში წყალმომარაგების სისტემა განახლდება

სოფელ ვალეში წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოები დაიწყო.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს.

პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ასევე, ორი ახალი რეზერვუარის მშენებლობას და ახალი ჭაბურღილების მოწყობას.

სამუშაოებზე ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი.