სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მგლები ადამიანებს თავს დაესხნენ. მტაცებელმა 65 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე გამთენიისას დაკბინა. რამდენიმე საათში კი ამავე სოფელში მცხოვრები ორი პირი იმ დროს დაკბინა, როცა ისინი სამარშუტო ტაქსს ელოდებოდნენ.
დაშავებულები არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი აცრა სამივე მათგანს ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე სახლში გაწერეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სოფელ ტიბაანში მოსახლეობის დასაცავად მონადირეების ჯგუფი შეიქმნება.