სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტი

სოფელ შუქრუთის მოსახლეობისთვის ზიანის ახალი სტანდარტით ანაზღაურებას ითხოვს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. მათი თქმით, კომპენსაციის წესი, რომელიც უნდა განისაზღვროს, მხარეების ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდეს და უნდა შედგეს კონკრეტული გრაფიკი. ცენტრის წარმომდგენლის ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ კომპანია მზად არის მოსახლეობის ზარალი სამხარაულის ექსპერტიზამ შეაფასოს – არასწორია. მათივე ცნობით, აუცილებელია შუქრუთის მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო ჩაერთოს და „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის სტანდარტი შეიმუშაოს.

ადგილობრივები უკვე 21-ე დღეა შიმშილობენ და ამერიკის საელჩოსთან არიან შეკრებილები, ისინი ელჩს დახმარებას სთხოვენ.

მოამბე