სოფელ შამგონიდან გატაცებული გელა როსტობაია ოკუპირებული გალის იზოლატორში რჩება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რუსმა სამხედროებმა გუშინ აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ენგურზე თევზაობდა, რა დროსაც ოკუპანტებმა დააკავეს.
გელა როსტობაიას ოჯახში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა. მათი განცხადებით, როსტობაიას გასათავისუფლებლად, ყველა შესაბამისი უწყება ინტენსიურად მუშაობს.