სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ობიექტი აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. შესრულებული სამუშაოების ხარისხი ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეამოწმა.
საუნივერსიტეტო საავადმყოფო 220 ადგილზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.