თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 63 წლის ალექსანდრე პაპუნაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მას ბასრი საგნით ყელის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. ის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის, თანასოფლელის მკვლელობისთვის.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარი სწორედ მის მიერ წლების წინ ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.