ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ ხავეთის მოსახლეობა უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს სოფელი დათვებისგან დაიცვას. თუმცა, ეს ამ სოფლის ერთადერთი პრობლემა არაა. სოფელი გაზიფიცირებული არ არის, მწვავედ დგას უგზოობის საკითხიც. ხავეთის მცხოვრებლები არსებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
ვოსკი ავაკიანის რეპორტაჟი ახალქალაქის სოფელ ხავეთიდან.