სოფელ ითხვისის მცხოვრებთა პრობლემები

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო კომისიის მიერ სოფელ ითხვისის შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება. მათი განცხადებით, კომისიის დასკვნა ითხვისის მცხოვრებლების ღირსეული განსახლების გარანტიებს არ იძლევა. მათი თქმით, კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ბუნდოვანია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებაზე. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, დასკვნაში მიწის ჩამოქცევის მიზეზად, გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში წარმოებული მიწისქვეშა მოპოვებით სამუშაოები დასახელდა, თუმცა, ისინი მიიჩნევენ, რომ მიწის ჩამოქცევა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ მარტში სოფელ ითხვისში, ნიადაგის ჩავარდნის გამო, 12 სახლი დაზიანდა.