ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ მიმდინარეობს. „ანაკლიის თასი 2018“ ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს საფუძველი ჩაეყარა საცხენოსნო დოღს ანაკლიის თასზე, რომელიც ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში შეირჩევა ადგილი საერთაშორისო დონის იპოდრომის ასაშენებლად. დოღში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობენ. „ანაკლიის თასი 2018“-ის საპრიზო ფონდი 25 000 ლარია.