გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები დღეს არ განახლებულა
სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები დღეს არ განახლებულა. პერიმეტრზე რუსი სამხედროები დილით იმყოფებოდნენ, თუმცა ტერიტორია მალევე დატოვეს. მათ სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის, რამდენიმე დღის წინ დაწყებული რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ განაახლეს. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს 8 მოქალაქეს, ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.
გურამ როგავა მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას საოკუპაციო ზოლიდან.