სოფელ გამოჩინებულის პრობლემები

რთული პრობლემების წინაშე დგანან სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოჩინებულში მცხოვრებლები. სოფლის მოსახლეობა სამედიცინო დახმარებით ვერ სარგებლობს. გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გზის არქონის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დროულად მისვლას ვერ ახერხებს. სოფელში არ არის მაღაზია და აფთიაქი. 5 წელია აღარ ფუნქციონირებს საჯარო სკოლა. სოფლის ნაწილი მეწყერსაშიშ ზონად არის გამოცხადენული. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.