ხაშურის რაიონში ტყის ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ერთვება. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს უკვე 24 საათზე მეტია ებრძვიან.
სამუშაოებს რთული რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს.
ცოცხალ ძალასთან ერთად ადგილზე დამატებითი ტექნიკა მობილიზდა.