უკვე 24 საათია მეხანძრე-მაშველები მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან.
სურამის ტყეში ცეცხლი ფოთლოვან ნარგავებს უკიდია. დამწვარია 10 ჰექტრამდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა, 250-მდე მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძნელად მისადგომი რელიეფი ართულებს.