გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
სახლ-მუზეუმის აშენებამდე წმინდანის სახლის დანგრეული კედლების კონსერვაციის სამუშაოები განხორციელდა. მუზეუმი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო სივრცითა და საკონფერენციო დარბაზით მოეწყო.
საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელს საშუალება მიეცა გაცნობოდა წმინდანის ცხოვრებას დაბადებიდან მოწამეობრივ აღსასრულამდე.
მუზეუმის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.